ავტორიზაცია

"სიყვარულის ისტორია არ გამოვიდა, მესი ზაფხულში პარიზიდან უნდა წავიდეს", - პსჟ-ს ექს-ფეხბურთელი

"სიყვარულის ისტორია არ გამოვიდა, მესი ზაფხულში პარიზიდან უნდა წავიდეს", - პსჟ-ს ექს-ფეხბურთელი
თარიღი 24 Mar 2022, 17:34

"პარი სენ ჟერმენის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა პარიზელთა თავდამსხმელს, ლიონელ მესის კლუბიდან წასვლისკენ მოუწოდა.

"გააუმჯობესებს თუ არა არგენტინის ნაკრებში გატარებული 10 დღე სიტუაციას? დაეხმარება თუ არა ეს მას "პსჟ"-ში სეზონის უკეთესად ჩამთავრებაში? სკეპტიკურად ვარ განწყობილი".

"პსჟ"-სთან სიყვარულის ისტორია არ გამოვიდა. ეს ივნისში უნდა დასრულდეს. ყველასთვის უკეთესი იქნება", - ციტირებს როტენის სიტყვებს RMC Sport-ი.

შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი "პსჟ"-ს გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე ერთად ფრანგული კლუბის მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.