კროოსი ობამეიანგთან შეჯახებაზე: "ღრმა ჭრილობა არ მქონია, მაგრამ სამი ნაკერი დამადეს"

"რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა განაცხადა, რომ "ბარსელონასთან" გამართული მატჩის შემდეგ სამი ნაკერი დაადეს.
ლა ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში კატალონიელთა ფორვარდმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გერმანელ ფეხბურთელზე იუხეშა.
მატჩის მთავარმა არბიტრმა, ხუან მუნუერამ თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა, თუმცა "ბლაუგრანას" შემტევი არ გაუფრთხილებია.
"ფეხზე ჭრილობა მქონდა. მართალია, ღრმა არ იყო, მაგრამ სამი ნაკერი დამადეს", - ციტირებს კროოსის სიტყვებს Marca.
მოგეხსენებათ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული აღნიშნული დაპირისპირება "ბარსელონას" გამარჯვებით, ანგარიშით 0:4 დასრულდა, გაბონელმა ფორვარდმა კი დუბლი შეასრულა და ერთი ასისტიც მიითვალა.