ავტორიზაცია

"შევთანხმდით, კონტრაქტის შეჩერებაზე" - რუბინი კვარაცხელიას დაემშვიდობა

"შევთანხმდით, კონტრაქტის შეჩერებაზე" - რუბინი კვარაცხელიას დაემშვიდობა
თარიღი 24 Mar 2022, 17:49

ყაზანის რუბინი 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ოფიციალურად დატოვა. 

ამის შეხახებ ინფორმაციას რუსული გუნდის ოფიციალური ვეგვერდი ავრცელებს და წერენ, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულების შეჩერების საკითხზე ორმხრივი შეთანხმება შედგა.

"რუბინს და ხვიჩა კვარაცხელიას შორის კონტრაქტი შეჩერდა. მხარეებმა გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიიღეს. ხვიჩას წარმატებას ვუსურვებთ და მადლობა ამ პერიოდისთვის," - წერს რუბინი.

კვარაცხელიას რუბიდან წამოსვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, 21 წლის შემტევი რუსეთში აღარ დაბრუნდება, დროებით კი ბათუმის დინამოში ითამაშებს.