კანისარესი: "მამარდაშვილს სილესენზე წინ რამდენიმე მიზეზის გამო დავაყენებდი"
"ვალენსიას" ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა: "გადაწყვეტილება მამარდაშვილისა და სილესენის სათამაშო ფორმასა და იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, ვალენსიასთვის უფრო მეტის მიცემა რომელს შეუძლია.
ურთულესია გუნდის შიდა სამზარეულოს არ იცნობდე და არჩევანი გარედან გააკეთო, რადგან ვსაუბრობთ მეკარეებზე, რომლებიც ასე თუ ისე, ერთ დონეზე თამაშობენ.
თანაბარი კონდიციები რომ იყოს, პირადად მე, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივას გავითვალისწინებდი და ამ ყველაფრის ფონზე გიორგის იასპერზე წინ დავაყენებდი.
ის გარანტიას მაძლევს, რომ კონკურენტებზე დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია და სამომავლოდ, მისი ხელახლა შეფასება იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ესპანელმა ვეტერანმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა გოლკიპერმა მარტის თვეში "ღამურების" შემადგენლობაში ჩაატარა სამი შეხვედრა და კარი მშრალად შეინარჩუნა. "ლოს ჩეს" კარის დარაჯი ბურთს უკვე 387 წუთი არ უშვებს.