მამარდაშვილი, ჰოლანდი, ვინისიუსი, პედრი და დევისი - ქართველი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეების სიმბოლურში
გამოცემა, Soccer.ru-მ ტოპ 5 ჩემპიონატში მოასპარეზე ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა. საუკეთესო თერთმეტეულში გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.
რუსული გამოცემა ქართველი მეკარის შესახებ წერს შემდეგს - "სენტ-ეტიენში რეგულარულად თამაშობს გრინი, რომელიც ოთხი წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს, მაგრამ მამარდაშვილის ბედი გაცილებით საინტერესოა.
ის ვალენსიაში განათხოვრების წესით გადავიდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით სილესენს გაუთანაბრდა. დონარუმას მსგავსი მეკარეები, რომლებიც ძირითადში სათამაშოდ მზად ახალგაზრდული ასაკიდანვე არიან, ხშირად ვერ ჩნდებიან.
ტოპ 5-ის ჩემპიონატების გუნდების სასტარტო შემადგენლობის გოლკიპერებიდან მაღალი დონის ახალგაზრდა ბევრი არაა, გიორგიმ და ეტიენმა კი ყველაზე მეტი სათამაშო დრო მიიღეს", - წერს Soccer.ru.
სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება - გიორგი მამარდაშვილი, ვილიამ სალიბა, ეშკო გვარდიოლი, ალფონსო დევისი, ბუკაიო საკა, ჯუდ ბილინგემი, ფლორიან ვირცი, პედრი გონსალესი, ფილ ფოდენი, ვინი ჟუნიორი, ერლინგ ჰოლანდი.