ავტორიზაცია

"მამარდაშვილი კედელივითაა, რაც ბორდალასს არჩევანის გაკეთებას ურთულებს", - ესპანური პრესა

"მამარდაშვილი კედელივითაა, რაც ბორდალასს არჩევანის გაკეთებას ურთულებს", - ესპანური პრესა
თარიღი 19 Mar 2022, 14:40

Superdeporte-მ "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. ესპანურმა გამოცემამ გამოარჩია ის ფაქტი, რომ ქართველი გოლკიპერი შესანიშნავ ფორმაშია.

"მამარდაშვილი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაშუ ნამდვილი კედელივითაა და მისი ასპარეზობა ბორდალასს არჩევანის გაკეთებას მომავალში ნამდვილად გაურთულებს.

გიორგი საქართველოს ნაკრებში, რომელსაც სანიოლი წვრთნის, დააწინაურეს. მან ბოსნიასთან და ალბანეთთან გასამართი შეხვედრების წინ, ასაკობრივი ნაკრებებიდან ეროვნულ გუნდში გამოძახება დაიმსახურა.

ქართველი მეკარე ოპტიმალურ ფორმაში იმყოფება და ამის გამო მან ჯილდოც მიიღო", - წერს Superdeporte "ღამურების" კარის დარაჯის შესახებ, რომელიც ბოლო პერიოდში ძირითადში დამკვიდრდა.