ავტორიზაცია

სილესენის დაბრუნების მიუხედავად, ვალენსიას ძირითადში ისევ მამარდაშვილი იქნება? - ესპანური პრესის ვარაუდი

სილესენის დაბრუნების მიუხედავად, ვალენსიას ძირითადში ისევ მამარდაშვილი იქნება? - ესპანური პრესის ვარაუდი
თარიღი 15 Mar 2022, 16:26

PlazaDeportiva-მ "ვალენსიას" მეკარეებს შორის კონკურენციაზე ისაუბრა. საუბარია გიორგი მამარდაშვილისა და იასპერ სილესენის შესახებ. "ღამურების" განკარგულებაში ასევე ხაუმე დომენეკია.

"ვინ უნდა იდგეს კარში, მამარდაშვილი თუ სილესენი? ვალენსიას ძირითადი მეკარის თაობაზე ახალი დებატები დაიწყო და ცხადია, ორივე გოლკიპერს თავისი პლიუსები აქვს.

იასპერმა თითქმის ორი თვე იუქმა და ბორდალასს ყოველთვის სურდა, რომ ძირითადი კარის დარაჯი სწორედ ის ყოფილიყო, თუმცა არაა გამორიცხული, გუნდის მწვრთნელმა მოვლენების ისეთი განვითარება განიხილოს, როგორიც გასულ სექტემბერში ვიხილეთ.

როცა ნიდერლანდელი მეკარის ტრავმის შემდეგ, დომენეკმა თავისი შანსი ხელიდან გაუშვა და ძირითადი გოლკიპერის ფუნქციები გიორგიმ შეითავსა. მისი თავდაჯერებულობა ეტაპობრივად გაიზარდა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ "ღამურებმა" ქართველი კარის დარაჯის კონტრაქტი გამოისყიდეს. სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ძირითადში ასპარეზობა სწორედ მან უნდა განაგრძოს.

გუნდის გამოცდილმა მეკარემ 15 შეხვედრაში 26 გოლი გაუშვა, რაც მისი კონკურენტის მიერ 13 მატჩში მიღებულ 14 გოლზე გაცილებით ცუდი მაჩვენებელია. ამასთან, "მურსელაგოსის" ახალგაზრდა კიპერმა კარი მშრალად 2-ჯერ უფრო მეტჯერ შეინახა: 6 კონკურენტის 3-ის წინააღმდეგ", - წერს ესპანური გამოცემა.