ბენზემასთან, ალვეშთან და ლა ლიგის სხვა ვარსკვლავებთან ერთად - მამარდაშვილი ტურის სიმბოლურში მოხვდა!

Sofascore-მა "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. შეგახსენებთ, "ღამურების" მოწინააღმდეგე "ხეტაფე" იყო.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა გოლკიპერმა ჩაატარა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა და ამაზე მეტყველებს ქულაც - 8.1 "მურსელაგოსის" კარის დარაჯს.
22-წლის მეკარესთან ერთად, სიმბოლურში ვხედავთ ისეთ გამორჩეულ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან დანი ალვეში, კარიმ ბენზემა, პაბლო გავი და კიდევ სხვები.
"ლოს ჩეს" 28-ე ნომრის კარგი თამაში გამოარჩია Marca-მაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მამარდაშვილი ახლა თამაშობს ბევრად უკეთესად სეზონის სტარტთან შედარებით.