ავტორიზაცია

მამარდაშვილი, სანჩო, გარსია, საკა და სხვა ტალანტები - ქართველი მეკარე მარტის თვის საუკეთესოებს შორის მოხვდა

მამარდაშვილი, სანჩო, გარსია, საკა და სხვა ტალანტები - ქართველი მეკარე მარტის თვის საუკეთესოებს შორის მოხვდა
თარიღი 23 Mar 2022, 11:55

Sofascore-მა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატებში 21-წლამდე ფეხბურთელების მარტის თვის სიმბოლური გუნდი შეადგინა. საუკეთესო თერთმეტეულში კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს.

ქართველი მეკარე აღმოჩნდა ისეთი ვარსკვლავების გვერდით, როგორებიც არიან ჯეიდონ სანჩო ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ერიკ გარსია ("ბარსელონა"), ბუკაიო საკა (ლონდონის "არსენალი") და სხვები.

შეგახსენებთ, რომ მარტში "ვალენსიას" ახალგაზრდა გოლკიპერმა ჩაატარა სამი შეხვედრა და აღსანიშნავია ის, რომ სამივე მატჩში მან კარის მშრალად შენახვა შეძლო. 

უკვე 387 წუთია, რაც 22-წლის კარის დარაჯს გოლი არ გაუშვია. საერთო ჯამში კი "ღამურების" 28-ე ნომერმა კარის მშრალად შენახვა მიმდინარე სეზონის შვიდ მატჩში მოახერხა. სიმბოლური 11-ეული კი ასეთია: