"ბარსელონაში არ უნდა დაბრუნდეს", - შუსტერმა მესის სხვა კლუბში გადასვლა ურჩია
"ბარსელონასა" და "რეალის" ექს-ფეხბურთელი, ბერნდ შუსტერი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესის კატალონიურ გრანდში დაბრუნება არ უღირს.
"არა მგონია, ამის გაკეთება ღირდეს. იქ იმდენად შესანიშნავი იყო, ყველა ასეთად დაიმახსოვრებს. მტკივა, რადგან როცა ფეხბურთელი ბერდება, ვეღარ აჩვენებს იმ სანახაობას, როგორსაც ადრე აჩვენებდა. ეს მეც გამოვიარე. ხალხი ყველაფერს სწრაფად ივიწყებს (იმას, რაც იქამდე იყო)".
"მტკივნეულია იმის ხილვა, როგორ უსტვენენ მესის და აყენებენ შეურაცხყოფას. ეს ძალიან უსიამოვნოა. იმ გულშემატკივრებთან, რომლებმაც მასთან ერთად უამრავი მომენტი გაიზიარეს, ასეთი შეხლა-შემოხლის თავიდან აცილებას ვისურვებდი. არა მგონია, საჭირო იყოს, მე ასე არ მოვიქცეოდი".
"მოტივაციას სხვა ადგილებში მოვძებნიდი. ჯერ კიდევ შეუძლია რამდენიმე კარგი წელიწადის ჩატარება. ეს "პსჟ" არ მომწონს. არ მომწონს ის გუნდი, რომელიც ლეოს ჰყავს", - ციტირებს შუსტერის სიტყვებს ESPN-ი.
შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი "პსჟ"-ს გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.