ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის დინამოს ფეხბურთელია
საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას ბათუმის დინამოში გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს და წერენ, რომ ფეხბურთელსა და გუნდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის გამო ფიფამ მისცა უფლება რუსული კლუბის ლეგიონერებს, ხელშეკრულება ცალმხრივად შეეჩერებინათ.