"პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ნეიმარმა თავდაჯერებულობა დაკარგა", - ტიტე
"ჩვენ გვაქვს საერთო პრობლემები, მაგრამ არის რაღაცეები, რაც ძალიან ინტიმურია, გასახდელში, კონკრეტული რაღაცეები. კლუბისა და ეროვნული ნაკრების რეალობა განსხვავებულია", - განმარტა ტიტემ.
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი პრესკონფერენციაზე ნეიმარის საქმეზე იყო შეშფოთებული. ბრაზილიელს "პსჟ"-ში რთული პერიოდი აქვს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, სადაც ნეიმარი მოედანზე ყველაზე ცუდ მოთამაშედ ჩაითვალა.
ტიტეს სურს შეინარჩუნოს ნეიმარი და აღადგინოს მისი თავდაჯერებულობა ამ საერთაშორისო შესვენების დროს: "ზოგიერთ მოთამაშეს ჰქონდა სირთულეები თავიანთ კლუბებში.
ზოგი კი თავდაჯერებულად მოდის. ნეიმარი უკვე მიჩვეულია ზეწოლის ქვეშ თამაშს, მაგრამ ჩვენ მასზე ზეწოლას არ ვაპირებთ". ბრაზილიელი "პსჟ"-ში ყურადღების ცენტრშია, სადაც ამ ზაფხულს კლუბიდან მისი წასვლის საკითხი პირველად დაისვა.