ავტორიზაცია

VIDEO: სულ რაღაც ერთი ნაბიჯი მუნდიალამდე - პორტუგალიამ თურქეთი დაამარცხა

თარიღი 25 მარ 2022, 02:08

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში პორტუგალიის ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდა თურქეთს, რომელიც დამაჯერებლად, ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

პირენეელების მხრიდან გოლები გაიტანეს ოტავიომ, დიოგუ ჟოტამ და მატეუშ ნუნეშმა. "წითელ-მწვანეები" ფინალურ შეხვედრას გამართავენ მაკედონიასთან, რომელმაც იტალია დაამარცხა.

VIDEO: კრიშტიანუ ტოტენჰემთან მატჩში შოუს იპარავს - დუბლი პორტუგალიელისგან