ავტორიზაცია

რანგნიკმა არ იცოდა, რომ რონალდუ პორტუგალიაში გაემგზავრა: "არ მიკითხავს, ბედნიერია თუ არა მანჩესტერში"

რანგნიკმა არ იცოდა, რომ რონალდუ პორტუგალიაში გაემგზავრა: "არ მიკითხავს, ბედნიერია თუ არა მანჩესტერში"
თარიღი 12 მარ 2022, 11:40

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს გარშემო არსებულ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა "მანჩესტერ სიტისთან" (1:4) გამართული მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

"მისთვის არ მიკითხავს, ბედნიერია თუ არა მანჩესტერსა და ამ კლუბში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფორმაში იყოს და გუშინ ვარჯიში განაახლა".

– იცოდით კლუბში იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ გასულ უქმეებზე პორტუგალიაში გაემგზავრა?

"არა. არ აქვს იმაზე ფიქრს აზრი, რაც ბოლო 6-7 დღის წინ მოხდა".

"ჩემთვის ის არის მნიშვნელოვანი, რაც დღეს და ხვალ მოხდება. ჩემი აზრით, ამ თემის კიდევ ერთხელ წამოჭრას აზრი საერთოდ არ აქვს".

"მთავარია, რონალდუ და ედინსონ კავანი ვარჯიშს დაუბრუნდნენ და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებენ", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports-ი.