ჟორჟინიო: "ის გამოუყენებელი პენალტები ცხოვრების ბოლომდე გამყვება"
ჟორჟინიომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ვერ მოხვედრით გამოწვეულ ტკივილზე ისაუბრა. მისი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასთან პლეი-ოფში დამარცხდა (0:1), რის გამოც ყატარის ტურნირს გამოტოვებს.
"ძნელია იმის ახსნა, რაც მოხდა. ძალიან მტკივა, მაინც ვერ გავიგე რა მოხდა. არ ვფიქრობ, რომ შექმნით პრობლემა ვერ შევუქმენით, ვდომინირებდით და ვქმნიდით შანსებს.
მათი განხორციელება ვერ მოხერხდა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, გასულ ზაფხულს მოვიგეთ ევრო 2020, მაგრამ ბოლო მატჩებში მცირე შეცდომები დავუშვით და ვერ გამოვასწორეთ.
ეს გადამწყვეტი გახდა. ჯერ კიდევ მტკივა, როცა ვფიქრობ შვეიცარიასთან ორ გაფუჭებულ პენალტზე. ეს მთელი ცხოვრების მანძილზე დამყვება. მეორედ ვერ დავეხმარებით ჩვენს გუნდს, ჩვემს ქვეყანას. ეს ტვირთი სამუდამოდ დარჩება ჩემს მხრებზე“, - განუცხადა ჟორჯინიომ RAI Sport-ს.