ავტორიზაცია

"მწვრთნელობის ეტალონია", - ჟორჟინიომ დაასახელა სპეციალისტი, რომელთან მუშაობასაც ისურვებდა

"მწვრთნელობის ეტალონია", - ჟორჟინიომ დაასახელა სპეციალისტი, რომელთან მუშაობასაც ისურვებდა
თარიღი 21 თებ 2022, 10:51

"ჩელსის" ნახევარმცველ, ჟორჟინიოს პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით მუშაობა სურს: "ჩელსიში კი არა, სხვა კლუბში უნდა გადავსულიყავი, სხვა ინგლისურ კლუბში.

ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც გამოვიდა და გადავედი ჩელსიში. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. როცა ჩელსის წინადადება ვნახე, უკვე ლონდონში ვიყავი.

მე ვთქვი: "უნდა წავიდეთ!". არ ვიცი, მომიწევს თუ არა გვარდიოლასთან მუშაობა, მაგრამ დიახ, ის ეტალონად მიმაჩნია. როცა პატარა ვიყავი, ვუყურებდი, როგორ იგებდა მისი ბარსელონა.

რონალდინიოსთან, ხავისთან, ინიესტასთან ერთად", - თქვა ნახევარმცველმა ალე ოლივეირასთან ინტერვიუში. პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი 2016 წლიდან არის.