როგორია გვარდიოლას პოზიცია სტერლინგის გაშვება/შენარჩუნების საკითხში?
პეპ გვარდიოლას სურს რაჰიმ სტერლინგი მანჩესტერ სიტიში შეინარჩუნოს. "სიტის" მენეჯერმა ინგლისელ ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივების იდეა შესთავაზა.
პეპი მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს - ამ საკითხს კლუბი და 27 წლის ფეხბურთელის აგენტები აგვარებენ, მაგრამ მას რეალურად სურს რაჰიმის გუნდში შენარჩუნება.
მხარეები აგრძელებენ მოლაპარაკებებს, "მანჩესტერ სიტის" უახლოეს მომავალში გეგმის შემუშავება სურს, რადგან სტერლინგს მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სიტი" სტერლინგის გაყიდვას შეძლებს, თუ ის კონტრაქტს არ განაახლებს. კლუბს 50 მილიონ ფუნტზე მეტი სურს. მიმდინარე სეზონში სტერლინგმა პრემიერ ლიგის 22 მატჩში 10 გოლი გაიტანა.