ავტორიზაცია

სანტუში: "ჩრდ. მაკედონიასთან იტალიის მარცხი არ გამკვირვებია, მასთან პორტუგალიასაც გაუჭირდება"

სანტუში: "ჩრდ. მაკედონიასთან იტალიის მარცხი არ გამკვირვებია, მასთან პორტუგალიასაც გაუჭირდება"
თარიღი 25 მარ 2022, 17:51

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა თურქეთის (3:1) დამარცხებაზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში გავიდა, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაცია მოახდინა და იტალია (1:0) დაამარცხა.

"ჩრდილოეთ მაკედონიის გასვლით გაკვირვებული არ ვარ. ყველა ასეთი მატჩი ფინალს ჰგავს, ფინალში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

"პირველი საფლეიოფო მატჩი მოვიგეთ, ახლა კი მეორეშიც უნდა გავიმარჯვოთ. მაკედონიასთან ძალიან რთული იქნება".

"საკუთარი თავის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება არ შეიძლება (85-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:1 იყო, თურქებმა პენალტი ვერ გამოიყენეს - ბურაკ ილმაზმა ბურთი ხარიხას მოარტყა). ყველაფერს ვაკონტროლებდით, სანამ ქმედებების ინტენსივობას ცოტა არ შევამცირეთ. თუმცა, ფეხბურთელები რობოტები არ არიან. შეგვეძლო ანგარიში 3:0 გაგვეხადა, შანსები გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ, შემდეგ კი შეიძლებოდა სირთულეები შეგვმქნოდა", - ციტირებს სანტუშის სიტყვებს O Jogo.