ავტორიზაცია

რონალდუ: "ჩვენი დიდი მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგით. წინ, პორტუგალია!"

რონალდუ: "ჩვენი დიდი მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგით. წინ, პორტუგალია!"
თარიღი 25 მარ 2022, 18:03

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში თურქეთის (3:1) დამარცხებაზე კომენტარი გააკეთა.

"პირველი ნაბიჯი ჩვენი დიდი მიზნისკენ, 2022 წლის მუნდიალისკენ. ჯერ არაფერი მიგვიღია, არაფრისთვის მიგვიღწევია".

"სერიოზულად და მიზანმიმართულად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, მეტოქეს პატივი ვცეთ, მაგრამ ყოველთვის გვჯეროდეს საკუთარი ძალების".

"წინ, პორტუგალია! სამიზნე ყატარია!", - წერს "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, ფლეი ოფის ფინალში პორტუგალია ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად იტალია (1:0) დაამარცხა.