კოსტაკურტა: "იტალიის მუნდიალს მიღმა დარჩენაში ყველაზე ნაკლებად მანჩინია დამნაშავე"
იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ალესანდრო კოსტაკურტამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) მარცხზე კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, "სკუადრა აძურამ" 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ნახევარფინალური დაპირისპირება დათმო.
"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. დღევანდელი მატჩის შემდეგ ეს გუნდი შემიყვარდა. გუნდურმა თამაშმა ცალკეული ინდივიდის გოლი უნდა გამოიწვიოს. სწორედ ეს დაგვაკლდა, მაგრამ თამაში ძალიან კარგი იყო".
"ვფიქრობ, მანჩინიმ დიდი სამუშაო გასწია, მათ შორის მაკედონიასთანაც. ყველაზე ნაკლებად მანჩინია დამნაშავე", - ციტირებს "მილანის" ექს-ფეხბურთელის სიტყვებს Napoli Magazine.
აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრები, რომელმაც გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ზედიზედ მეორე მუნდიალს გამოტოვებს.