ავტორიზაცია

კაპელო: "ძალიან სამწუხაროა, ასეთ იტალიის ნაკრებს გუშინ რუსეთიც კი დაამარცხებდა"

კაპელო: "ძალიან სამწუხაროა, ასეთ იტალიის ნაკრებს გუშინ რუსეთიც კი დაამარცხებდა"
თარიღი 25 მარ 2022, 18:57

სახელგანთქმული სპეციალისტი, ფაბიო კაპელო თვლის, რომ ასეთ იტალიის ნაკრებს რუსეთიც კი დაამარცხებდა.

მოგეხსენებათ, გუშინ, "სკუადრა აძურა" შინაურ კედლებში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) დამარცხდა.

"ვფიქრობ, იტალიის ნაკრებს გუშინ რუსეთიც კი დაამარცხებდა. უბრალოდ ჩვენი დღე არ იყო. ვიცი, როგორ შეუძლიათ რუს ფეხბურთელებს თავიანთი შანსისთვის ბრძოლა".

"იტალიას გუშინ მთელი ძალებით არ უთამაშია. ძალიან სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ ზედიზედ მეორე მუნდიალს გამოვტოვებთ", - ციტირებს კაპელოს სიტყვებს Sport24.

აღსანიშნავია, რომ 75 წლის იტალიელი მწვრთნელი 2012 წლიდან 2015 წლამდე რუსეთის ნაკრებს ედგა სათავეში.