ნეიმარმა თანაგუნდელების თვალწინ კაზემიროს დასცინა: "კლასიკოში 4 გოლი გაგიტანეს, მაგრამ მაინც ხარ ნაკრებში"

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ნეიმარმა რამდენიმე დღის წინ "ბარსელონასთან" გამართულ "კლასიკოში" განცდილი მარცხის გამო "რეალის" ნახევარმცველს, კაზემიროს დასცინა.
მოგეხსენებათ, 20 მარტს, ლა ლიგის 29-ე ტურის ეგიდით, "სამეფო კლუბი" კატალონიურ გრანდთან "სანტიაგო ბერნაბეუზე" ანგარიშით 0:4 განადგურდა.
როგორც ცნობილი გამოცემა Mundo Deportivo წერს, ამ თემაზე ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებს შორის სახუმარო დიალოგი მაშინ შედგა, როცა გუნდი სადილობდა.
ნეიმარი: "რა ხდება 0:4-ის თაობაზე?"
კაზემირო (ძალიან გაბრაზდა): "ახლა ნაკრებში ვართ, ნუ მელაპარაკები ამის შესახებ!".
ნეიმარი (ამ პასუხით უკმაყოფილო): "ოთხი გოლი გაგიტანეს, მაგრამ მაინც ხარ ნაკრებში".
შეგახსენებთ, ნეიმარი 2013 წლიდან 2017 წლამდე კატალონიურ გრანდში თამაშობდა, კაზემირო კი "რეალში" 2015 წლიდან ირიცხება.