ვინ გაწვრთნის იტალიას მანჩინის გაშვების შემთხვევაში? — იტალიურ მედიაში ერთმა გვარმა უკვე გაიჟღერა

საეჭვოა, რომ რობერტო მანჩინი იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლონ.
მოგეხსენებათ, "სკუადრა აძურა" შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) სენსაციურად დამარცხდა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის გარეშე დარჩა.
მიუხედავად ამისა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციას 57 წლის სპეციალისტთან თანამშრომლობის გაგრძელება უნდა.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მანჩინი მაინც წავა, მისი ადგილი შესაძლოა ფაბიო კანავარომ დაიკავოს, წერს Sky Sport Italia.
არსებობს ვარიანტი, რომ "სკუადრა აძურას" "იუვენტუსისა" და "რეალის" ექს-მცველმა მარჩელო ლიპისთან ერთად გაწვრთნას, რომელმაც ეროვნულ გუნდს 2006 წელს მუნდიალი მოაგებინა.