ავტორიზაცია

პლატინი: "მესი ვეღარასოდეს ითამაშებს ისე, როგორც 5-6 წლის წინ ასპარეზობდა"

პლატინი: "მესი ვეღარასოდეს ითამაშებს ისე, როგორც 5-6 წლის წინ ასპარეზობდა"
თარიღი 25 მარ 2022, 20:04

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, "ოქროს ბურთის" 3-გზის მფლობელმა, მიშელ პლატინიმ "პსჟ"-ს რიგებში თავდამსხმელ ლიონელ მესის ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.

– მესი "პსჟ"-ში გადასვლით შეცდა?

"აკეთებს იმას, რაც უნდა. "ბარსელონადან" წასვლა გადაწყვიტა. ისეთი ფეხბურთელისთვის, როგორიც ლეოა, ეს რთულია. 34 წლის ხარ, გესმის, რაც ღირხარ, მაგრამ ითამაშებ ისე კარგად, როგორც ადრე?".

"მე დავუსვი ეს კითხვა საკუთარი თავს. ვიცოდი, რომ ადრინდელივით კარგად ვეღარ ვითამაშებდი. ეს ძნელია".

"ლეომ ახალი გამოწვევის მიღება გადაწყვიტა. ფრანგული ფეხბურთისთვის კარგია, რომ აქ სათამაშოდ გადმოვიდა. მაგრამ ვეღარასდროს ითამაშებს ისე, როგორც 5-6 წლის წინ", - ციტირებს პლატინის სიტყვებს RMC Sport-ი.