ავტორიზაცია

პლატინი VAR-ის წინააღმდეგ: "მსაჯს შეცდომის დაშვების უფლება აქვს, ეს თამაშის ნაწილია"

პლატინი VAR-ის წინააღმდეგ: "მსაჯს შეცდომის დაშვების უფლება აქვს, ეს თამაშის ნაწილია"
თარიღი 25 მარ 2022, 20:34

ლეგენდარული მიშელ პლატინი არბიტრებისთვის ვიდეოდახმარების სისტემის გამოყენების წინააღმდეგ გამოდის.

– აქამდე VAR-ის წინააღმდეგი იყავით, კვლავ ასეა?

"დიახ, აბსოლუტურად. VAR-ი პრობლემებს აგვარებს, მაგრამ სხვებს ქმნის, წინას ცვლის. ვფიქრობ, მსაჯის შეცდომები თამაშის ნაწილია. არბიტრს შეცდომის დაშვების უფლება აქვს, ისევე, როგორც თავდამსხმელს აქვს ვერგატანის უფლება".

"იდეალურ შემთხვევაში, VAR-მა თამაშგარე ხაზებზე უნდა იმუშაოს, იმ ადგილებში, რასაც არბიტრი ვერ ხედავს. მაგრამ VAR-ი არ არის საჭირო ინტერპრეტაციებისთვის, ჯარიმის, ხელით თამაშის შეფასებისთვის".

"გოლების ავტომატური განსაზღვრის სისტემა კარგი რამაა. მსაჯისთვის ამის დანახვა რთულია, როგორც თამაშგარე მდგომარეობის შემთხვევაში".

"ასე რომ, თუ გვსურს პლიუსებსა და მინუსებს შორის კომპრომისის პოვნა, VAR-ის შემოღება ოფსაიდისთვის ღირს და არა ინტერპრეტაციისთვის", - ციტირებს პლატინის სიტყვებს RMC Sport-ი.