AS: ხავის მთავარი სამიზნე ჰოლანდია და იმედი აქვს, რომ რეალის განადგურებამ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ხავის სურს, რომ კატალონიურმა გრანდმა "დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი იყიდოს.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა As-ი იტყობინება, ესპანელი სპეციალისტის მთავარი მიზანი ნორვეგიელის ხელში ჩაგდებაა და ხელმძღვანელობაზე ზეწოლის მოხდენას აპირებს - უახლოეს დღეებში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბოსების შეკრებას გამართავენ.
ხავი მზადაა 21 წლის სუპერვარსკვლავს პირადად ესაუბროს და იმედი აქვს, რომ 20 მარტს "რეალის" (4:0) განადგურებამ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა.
"ბარსელონას" დამრიგებელი ერლინგს გუნდის წამყვან ფეხბურთელად აქცევს, მაგრამ ესმის, რომ "ბარსას" ფინანსური რესურსები შეზღუდულია.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდის გადაბირება "მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "რეალსაც" სურთ.