AS: ხავი დემბელეს ბარსელონას ახალი პროექტის წამყვან ფიგურად განიხილავს
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ხავის იმედი აქვს, რომ კატალონიური გრანდი გარემარბ უსმან დემბელეს შენარჩუნებას შეძლებს.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა As-ი წერს, ფრანგს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებელი გუნდის ახალი პროექტის წამყვან ფიგურად განიხილავს.
გავრცელებული ცნობით, ხავის 24 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების განახლება უნდა.
საინტერესოა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას დემბელეს თაობაზე ეჭვები აქვს, მაგრამ არც შეთანხმების შესაძლებლობას გამორიცხავს.
მიმდინარე სეზონში უსმანმა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.