ავტორიზაცია

კაფუ: "ნეიმარი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა"

კაფუ: "ნეიმარი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა"
თარიღი 25 Mar 2022, 21:30

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, კაფუ ფიქრობს, რომ ნეიმარს ჯერ კიდევ შეუძლია "ოქროს ბურთის" მოგება.

"საშინელებაა მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა, რადგან ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა, ჩემი აზრით. მსოფლიოს სამ საუკეთესო მოთამაშეს შორისაა".

ნეიმართან ერთად 2014 და 2018 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე ბრაზილიის წარუმატებლობაზე

"არ უნდა დაგავიწყდეთ, რამხელა ზეწოლაა მის მხრებზე ჯერ კიდევ ადრეული წლებიდან. ხალხს მისი თამაშის ყურება კვლავ სურს. მე ფეხბურთი მიყვარს და მინდა, რომ მუდმივად ვუყურო ნეიმარის თამაშს".

"დადგა მომენტი, როცა ცოტა ცუდად თამაშობს, როცა ფიზიკურმა პრობლემებმა იჩინა თავი. მიზეზი დაღლილობაშია და ეს ყველაფერი სრულიად ლოგიკურია".

"ნეიმარი ჯერ კიდევ ბავშვია. ვიმედოვნებ, კიდევ დიდხანს ითამაშებს. მაგრამ არ ვიცი, სინამდვილეში როგორ იქნება ყველაფერი, რადგან ამ ასაკისთვის უკვე იმდენად ბევრი მატჩი აქვს ჩატარებული".

"ცხადია, ეს დღე (როცა ნეიმარი კარიერას დაასრულებს) შორს არ არის. სევდიანი ვიქნები, როცა ეს მოხდება", - ციტირებს მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონის სიტყვებს RMC Sport-ი.