ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც ტენ ჰაგს მანჩესტერში დანიშვნის საჭიროებაში ეჭვი ეპარება

მიზეზი, რის გამოც ტენ ჰაგს მანჩესტერში დანიშვნის საჭიროებაში ეჭვი ეპარება
თარიღი 26 Mar 2022, 00:05

ერიკ ტენ ჰაგი არ არის დარწმუნებული, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გამო „აიაქსის“ დატოვება ღირს.

როგორც AD იტყობინება, მწვრთნელი დიდ განსხვავებას ხედავს იმაში, თუ როგორ ფუნქციონირებს ხელმძღვანელობა ამ ორ კლუბში.

ნიდერლანდელი სპეციალისტი თავის კარიერას უფრთხის და სურს, რომ მისთვის კლუბში იდეალური პირობები იყოს შექმნილი. „აიაქსში“ მან ხელმძღვანელობასთან ბრწყინვალე ურთიერთობა ჩამოიყალიბა და ტრანსფერებზე გავლენის მოხდენის უფლებაც მოიპოვა.

„ემიუში“ კი, ტენ ჰაგის აზრით, იერარქიის პრობლემები არსებობს, რის გამოც, ის არ არის დარწმუნებული, რომ შეძლებს იმ წარმატების გამეორებას, რომელსაც „აიაქსში“ მიაღწია.