ავტორიზაცია

"ტენ ჰაგთან და პოჩეტინოსთან შედარებით, სულ სხვა დონეა", - დარენ ბენტმა იუნაიტედს მწვრთნელი ურჩია

"ტენ ჰაგთან და პოჩეტინოსთან შედარებით, სულ სხვა დონეა", - დარენ ბენტმა იუნაიტედს მწვრთნელი ურჩია
თარიღი 22 Mar 2022, 20:51

„ტოტენჰემის“ ექს-თავდამსხმელმა, დარენ ბენტმა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ურჩია.

ინგლისელი ექს-ფეხბურთელის თქმით, „წითელმა ეშმაკებმა“ მწვრთნელად თომას ტუხელი უნდა დანიშნონ.

„ტუხელი ერიკ ტენ ჰაგთან და მაურისიო პოჩეტინოსთან შედარებით სულ სხვა დონეზე დგას.

როცა თომასი „პსჟ-ს“ წვრთნიდა, გუნდმა ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ტუხელი - უმაღლესი დონეა.

რომ არსებობდეს შესაძლებლობა მისი „მან.იუნაიტედში“ დანიშვნისა, მე ამის მოსახდენად ყველაფერს გავაკეთებდი.“ - აღნიშნა ბენტმა.