ავტორიზაცია

კოუტინიო ბარსაში გატარებულ პერიოდზე: "რთულია იმის თქმა, რომ რაღაც გეგმის მიხედვით არ წავიდა"

კოუტინიო ბარსაში გატარებულ პერიოდზე: "რთულია იმის თქმა, რომ რაღაც გეგმის მიხედვით არ წავიდა"
თარიღი 26 მარ 2022, 11:25

ამჟამად "ასტონ ვილას" შემტევმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ "ლივერპულსა" და "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"ლივერპულში" ბრწყინვალე ისტორია დავწერე, იქ ბედნიერი ვიყავი. ახლა "ასტონ ვილასთან" ერთად ვიწყებ ისტორიის წერას. ბედნიერი ვარ, რომ კვლავ მაქვს ინგლისში თამაშის საშუალება, რადგან აქამდე იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში მიასპარეზია".

– დღეს, როცა "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ გარკვეული დრო უკვე გავიდა, როგორ ფიქრობ, რატომ არ აგეწყო კარიერა იქ? ითამაშა თუ არა თავისი როლი ფიზიკურ მხარესთან დაკავშირებულმა პრობლემებმა? განიცდიდი თუ არა ტკივილს, რომელიც მოძრაობას გიზღუდავდა?

"რთულია იმის თქმა, რომ რაღაც გეგმის მიხედვით არ წავიდა. ალბათ, თქვენი ნათქვამიდან რაიმემ იქონია გავლენა. იქ კარგი პერიოდი მქონდა, მაგრამ შეიძლებოდა, სტაბილურობა და ჩემი სათამაშო მანერა განსხვავებული ყოფილიყო".

"წინსვლის დრო მოვიდა, კლუბს ყოველთვის დიდ პატივს ვცემ. "ბარსელონას" ჩემი სჯეროდა და მადლიერი ვარ. მიხარია, რომ ასეთი ისტორიის მქონე კლუბში თამაშის შესაძლებლობა მქონდა", - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Globo Esporte.