ავტორიზაცია

მილანი მზადაა იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, მაგრამ ხელფასის საგრძნობლად შემცირებით

მილანი მზადაა იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, მაგრამ ხელფასის საგრძნობლად შემცირებით
თარიღი 26 Mar 2022, 11:42

"მილანის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომლის მიხედვითაც წლიურად 2,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს ხელფასის სახით.

"როსონერი" მზად არის შვედთან თანამშრომლობა გააგრძელოს, ეს უკანასკნელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება.

მილანელები 40 წლის სუპერვარსკვლავთან მოლაპარაკებების გამართვას აპრილის ბოლოსკენ გეგმავენ და მას ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, 2,5-მილიონიანი ანაზღაურებით (+ ბონუსები), წერს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, იბრაჰიმოვიჩი წელიწადში 7 მილიონს იღებს.

2021/22 წლების სეზონში ზლატანმა ყველა ტურნირზე ერთად "მილანის" მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც მიითვალა.