მანჩესტერ იუნაიტედში ბრუნოს მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, დეტალებიც გაირკვა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ბრუნო ფერნანდეში კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.
ცნობილი პორტუგალიური გამოცემა O Jogo-ს ცნობით, მოლაპარაკებებში მხარეების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ახალი ხელშეკრულება გაფორმდება.
კონტრაქტი 2027 წლამდე იქნება გათვლილი, ფეხბურთელი კი სეზონში ხელფასის სახით 14-15 მილიონ ევროს მიიღებს.
როგორც აღინიშნება, ფერნანდეშს სჯერა, რომ კლუბი მოკლევადიან პერსპექტივაში წარმატებას მიაღწევს.
მიმდინარე სეზონში 27 წლის პორტუგალიელმა ყველა ტურნირზე ერთად "ეშმაკუნების" მაისურით 37 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.