ავტორიზაცია

შედგება თუ არა მანჩესტერსა და ბრუნოს შორის კონტრაქტის გახანგრძლივება?

შედგება თუ არა მანჩესტერსა და ბრუნოს შორის კონტრაქტის გახანგრძლივება?
თარიღი 24 მარ 2022, 23:28

ბრუნო ფერნანდეში და "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან. ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებმა ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გასული წლის ივლისში დაიწყეს.

იმ პრობლემების გამო, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედს" შეექმნა სეზონის განმავლობაში, მოლაპარაკებები ნელი ტემპით მიმდინარეობდა. "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა გასულ კვირას პორტუგალიელის აგენტებს ესაუბრა.

ამ დისკუსიამ დადებითი შედეგი გამოიღო. ბრუნო ბედნიერია "მანჩესტერ იუნაიტედში" და კლუბს სურს, რომ ნახევარმცველი იყოს პროექტის მთავარი ფიგურა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება ახალი მწვრთნელი.

ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. მხარეებს ახალი შეთანხმების საბოლოო დეტალების შესათანხმებლად კიდევ ერთი შეხვედრა დასჭირდებათ, შემდეგ კი ბრუნო დოკუმენტებს მოაწერს ხელს.