ავტორიზაცია

ფინანსური სასჯელი, რომელიც ემუქრებათ მანჩესტერის ფეხბურთელებს ოთხეულში ვერ მოხვედრის შემთხვევაში

ფინანსური სასჯელი, რომელიც ემუქრებათ მანჩესტერის ფეხბურთელებს ოთხეულში ვერ მოხვედრის შემთხვევაში
თარიღი 24 Mar 2022, 21:37

მანჩესტერ იუნაიტედს ექნება დამატებითი მოტივაციის წყარო, როდესაც პრემიერ ლიგა აპრილში განახლდება. The Athletic-ის ცნობით, ბევრ მოთამაშეს ხელფასების 25%-ით შემცირება ემუქრება.

ეს იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ვერ მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე. ამ კვირის დასაწყისში, ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ L'Equipe-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინგლისის ჩემპიონატის ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშედან ოთხი თამაშობს "წითელ ეშმაკებში".

რალფ რანგნიკის გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილში მეექვსე ადგილზეა, ოთხი ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ "არსენალს", რომელსაც ჯერ კიდევ ერთი თამაში აქვს თადარიგში.

რაც შეეხება ევროტურნირებს, შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის "ატლეტიკოსთან" ორრაუნდიან ბრძოლაში გამოვარდა.