ავტორიზაცია

მანჩესტერში შესაძლოა სტამი, ნისტელროი ან ვან პერსი დაბრუნდნენ

მანჩესტერში შესაძლოა სტამი, ნისტელროი ან ვან პერსი დაბრუნდნენ
თარიღი 24 Mar 2022, 20:03

The Telegraph-ის ცნობით, ერიკ ტენ ჰაგი სავარაუდოდ ნიდერლანდელ თანაშემწეს მოიყვანს "მანჩესტერ იუნაიტედში", თუ ის "ოლდ ტრაფორდზე" გადმოვა სამუშაოდ.

"აიაქსის" ბოსი სავარაუდოდ, ეძებს თანამემამულეს, რომელსაც კლუბთან მჭიდრო კავშირი აქვს და მას სამწვრთნელო გუნდში შეიყვანს. რობინ ვან პერსი მთავარი კანდიდატია.

ის ამჟამად არის "პსვ"-ს მწვრთნელის ასისტენტი, ასევე მათი 16-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი. "იუნაიტედის" ყოფილი მცველი იაპ სტამი კიდევ ერთი ვარიანტია.

მას რამდენიმეწლიანი მწვრთნელობის სტაჟი აქვს და კლუბს კარგად იცნობს. რუდ ვან ნისტელროი ამ როლისთვის კიდევ ერთი კანდიდატია. ის ამჟამად მუშაობს "პსვ"-ს სარეზერვო გუნდის მწვრთნელად.