ავტორიზაცია

"რიშარლისონის ტრანსფერზე უარს ვიტყოდი, მისი ნდობა არ შეიძლება", - მანჩესტერის ექს-ფეხბურთელი

"რიშარლისონის ტრანსფერზე უარს ვიტყოდი, მისი ნდობა არ შეიძლება", - მანჩესტერის ექს-ფეხბურთელი
თარიღი 26 მარ 2022, 15:43

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლ პარკერმა "ევერტონის" თავდამსხმელის, რიშარლისონის შესაძლო ტრანსფერზე განცხადება გააკეთა.

"არ ვიცი, ვინ ჩაიბარებს "მანჩესტერ იუნაიტედს", მაგრამ რიშარლისონი, ჩემი აზრით, ამ გუნდის შესაფერისი არ არის".

"საეჭვოა, გამოჩნდეს მწვრთნელი, რომელსაც მისი დისციპლინის ამაღლება შეუძლია, რადგან სწორედ ეს აკლია".

"მისი ნდობა არ შეიძლება, ყოველთვის გაზონზე დაცემას ცდილობს. ზედმეტად ემოციურია და შეხლა-შემოხლებში ერთვება. მე უარს ვიტყოდი, ასეთ ტრანსფერში კარგს ვერაფერს ვხედავ", - დასძინა პარკერმა.

ცნობისთვის, 24 წლის ბრაზილიელს "კანფეტებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 55 მილიონ ევროს შეადგენს.