40 წლის იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულებაზე: "იქამდე ვითამაშებ, სანამ ჩემზე უკეთესს არ ვნახავ"
"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ მომავალზე მორიგი განცხადება გააკეთა.
"ჯერ კიდევ არ არის წინასწარ განსაზღვრული. ვნახოთ, რა მოხდება. არ მინდა, ფეხბურთიდან წასვლა ვინანო და ვთქვა, რომ კიდევ შემეძლო თამაში. ამას ცხოვრების ბოლომდე ვინანებდი. მინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო".
"იქამდე ვითამაშებ, სანამ ჩემზე უკეთესს არ ვნახავ. ასე რომ, ჯერჯერობით თამაშს ვაგრძელებ", - ციტირებს 40 წლის შვედის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა ყველა ტურნირზე ერთად "როსონერის" მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მოგეხსენებათ, ზლატანს "მილანთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება.