საათნახევრიანი შეხვედრა პერესთან — რეალში ანჩელოტის მომავალი გადაწყვეტილია
"რეალის" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გათავისუფლებას არ აპირებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
როგორც იწერება, მადრიდელთა პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა იტალიელ სპეციალისტთან საათნახევრიანი შეხვედრა გამართა და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
"სამეფო კლუბის" ხელმძღვანელმა შეხვედრაზე "პაპა კარლოს" მიერ ამ სეზონში ხარისხიანად შესრულებული სამუშაო აღნიშნა.
ასე და ამგვარად, 20 მარტს "ბარსელონასთან" (0:4) განცდილ მარცხს ანჩელოტის უახლოეს პერსპექტივებზე გავლენა არ მოუხდენია.