ავტორიზაცია

ულტიმატუმი, რომელიც რეალმა ანჩელოტის წაუყენა

ულტიმატუმი, რომელიც რეალმა ანჩელოტის წაუყენა
თარიღი 21 Mar 2022, 16:18

"რეალის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის "ბარსელონასთან" მარცხის (0:4) შემდეგ გათავისუფლებას არ აპირებს. კლუბის მესვეურებმა ბოლომდე ვერ გაიგეს იტალიელის ზოგიერთი გადაწყვეტილება ბოლო კლასიკოში.

ამის მიუხედავად, ისინი არ აპირებენ მასთან კონტრაქტის გაწყვეტას ცხელ კვალზე. მარცხი, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს მადრიდის წინასასეზონო სელექციურ გეგმებზე.

როგორც ჩანს, კლუბი კილიან მბაპეს ტრანსფერით არ შემოიფარგლება. ანჩელოტის კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. გადაწყვეტილება მის მომავალზე მხოლოდ ამ სეზონის ბოლოს იქნება მიღებული.

თუ "რეალი" ლა ლიგას ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მწვრთნელი გუნდთან მუშაობას მაინც გააგრძელებს. უტიტულოდ დარჩენის შემთხვევაში კი ანჩელოტი გათავისუფლებული იქნება.