ავტორიზაცია

"ჩემთვის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია", - იბრაჰიმოვიჩმა ბავშვობის კუმირები დაასახელა

"ჩემთვის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია", - იბრაჰიმოვიჩმა ბავშვობის კუმირები დაასახელა
თარიღი 26 Mar 2022, 17:10

"მილანისა" და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მოჰამედ ალისა და რონალდოს თავისი კუმირები უწოდა.

"მამაჩემი მაიძულებდა მოჰამედ ალის ბევრი ვიდეო მენახა და მისი ხასიათი მომწონს. ილაპარაკე, მაგრამ იყავი პასუხისმგებელი შენს სიტყვებზე. ილაპარაკე არა იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვინმედ თვლი, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ".

"ფეხბურთელებს შორის კი ჩემთვის ისტორიაში საუკეთესო რონალდოა. მას თვალყურს ვადევნებდი, ვედრებოდი. აკეთებდა იმას, რისი ცოდნაც ყველას უნდოდა, ისეთ რაღაცებს, რაც არასოდეს გინახავს. ყველა ცდილობდა მიბაძვას. როცა ფეხბურთის სათამაშოდ დავდიოდით, მისი მოძრაობების გამეორებას ვცდილობდით".

"შემდეგ კი მასთან შეხვედრა მოვახერხე, მის წინააღმდეგ თამაში, მართალია მასთან ერთად არ მიასპარეზია, მაგრამ არარეალური რეალურად იქცა", - ციტირებს 40 წლის სუპერვარსკვლავის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.