ავტორიზაცია

ორი მთავარი მიზეზი, რომელთა გამოც ზაფხულში ლაუტაროს ინტერიდან აბარგება სავსებით შესაძლებელია

ორი მთავარი მიზეზი, რომელთა გამოც ზაფხულში ლაუტაროს ინტერიდან აბარგება სავსებით შესაძლებელია
თარიღი 27 Mar 2022, 11:44

"ინტერის" თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა მილანური გრანდის რიგები დატოვოს.

როგორც La Repubblica იტყობინება, არგენტინელით "ატლეტიკო" ინტერესდება და მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ თავისი კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ 24 წლის თანამემამულის გაწვრთნა სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, "როხიბლანკოს" მენეჯერები "ჩოლოს" ეთანხმებიან, მაგრამ "ნერაძურისთვის" 60 მილიონი ევროს გადახდა არ სურთ.

აღინიშნება, რომ თავად მარტინესი იტალიური გრანდიდან წასვლას არ გამორიცხავს, რადგან თავს პროექტის ცენტრალურ ფიგურად ვერ გრძნობს.

"ინტერიც" არ არის ლაუტაროს გაშვების წინააღმდეგი, კლუბს "იუვენტუსის" თავდამსხმელის, პაულო დიბალას ხელში ჩაგდება სურს, თანაც უფასოდ, აგრეთვე "სასუოლოს" ორი ფეხბურთელის გადაბირება უნდა - ნახევარმცველ დავიდე ფრატეზისა და ფორვარდ ჯანლუკა სკამაკასი.

მიმდინარე სეზონში ლაუტარომ ყველა ტურნირზე ერთად "ნერაძურის" რიგებში 39 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.