ავტორიზაცია

"მთელ იტალიურ ფეხბურთზე გაბრაზებული ვარ", - დი კანიო იტალიის მუნდიალს მიღმა დარჩენას ეხმაურება

"მთელ იტალიურ ფეხბურთზე გაბრაზებული ვარ", - დი კანიო იტალიის მუნდიალს მიღმა დარჩენას ეხმაურება
თარიღი 27 Mar 2022, 12:24

ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი, პაოლო დი კანიო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში ეროვნული ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) მარცხს გამოეხმაურა.

"მშვიდად ვიჯექი დივანზე. შეიძლება, ზედმეტად მშვიდადაც კი. ისეთი განცდა მქონდა, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა, მაშინვე დავინახე. ახლა, როცა ამ მატჩის კადრებს ვხედავ, კიდევ უფრო ვბრაზდები".

"ზედმეტად ბევრ აურზაურს და ნერვიულობას ჰქონდა ადგილი, მანჩინი კი პირველივე წუთებიდან ფეხბურთელებს მხოლოდ შეცდომებზე მიუთითებდა. შეშფოთებული გახლდათ. არ ყოფილა ის დამოკიდებულება, რომელიც თამაშის წინ მის სიტყვებში შეიმჩნეოდა, როცა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე საუბრობდა. მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული დავრჩი იმ ადამიანებით, ვინც ამას ელოდა".

"მაკედონიამ დაცვაში ისე ითამაშა, რომ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, შემდეგ კი წავიდნენ და გაიტანეს. გაიტანა ფეხბურთელმა, რომელსაც ოსტატობა გააჩნია, მაგრამ მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა. იტალიელებმა უბრალოდ ამის გაკეთების საშუალება მისცეს".

"თავიდან მშვიდად ვიყავი, მაგრამ შემდეგ გავბრაზდი. მთელ იტალიურ ფეხბურთზე გაბრაზებული ვარ", - განაცხადა "ლაციოსა" და "ვესტ ჰემის" ექს-თავდამსხმელმა Sky Sports Italia-სთან საუბრისას.