ავტორიზაცია

ვინ გაწვრთნის იტალიას მანჩინის წასვლის შემთხვევაში? — 4 კანდიდატი შერჩეულია, გამოიკვეთა ფავორიტიც

ვინ გაწვრთნის იტალიას მანჩინის წასვლის შემთხვევაში? — 4 კანდიდატი შერჩეულია, გამოიკვეთა ფავორიტიც
თარიღი 27 მარ 2022, 13:16

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) პრეზიდენტს, გაბრიელე გრავინას რობერტო მანჩინის ეროვნულ ნაკრებში დარჩენა სურს.

მიუხედავად იმისა, რომ "სკუადრა აძურამ" 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ნახევარფინალში ჩრდ. მაკედონიასთან (0:1) სენსაციური მარცხი იწვნია და ზედიზედ მეორე მუნდიალს გამოტოვებს, 57 წლის სპეციალისტის პოზიცია არ შერყეულა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ გრავინა გუნდის მთავარ მწვრთნელს შეხვდა. მენეჯერის მიზანი მანჩინის დარჩენაში დარწმუნებაა.

იმ შემთხვევაში, თუ რობერტო მაინც წავა, იტალიის ნაკრების ჩაბარების მთავარი პრეტენდენტი ფაბიო კანავარო იქნება.

გარდა ამისა, როგორც ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, განიხილება ალტერნატიული ვარიანტებიც - ანდრეა პირლო, კლაუდიო რანიერი და რობერტო დე ძერბი.

ცნობისთვის, მანჩინის "სკუადრა აძურასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2026 წლის 31 ივლისამდე აკავშირებს, მისი ხელმძღვანელობით იტალიელებმა ევრო 2020 მოიგეს.