ავტორიზაცია

საუდგეიტი იტალიის მუნდიალს მიღმა დარჩენაზე: "დიდი სიურპრიზია, ალბათ ევრო 2020-ის ფინალმა იმოქმედა"

საუდგეიტი იტალიის მუნდიალს მიღმა დარჩენაზე: "დიდი სიურპრიზია, ალბათ ევრო 2020-ის ფინალმა იმოქმედა"
თარიღი 27 მარ 2022, 13:51

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გარეტ საუდგეიტი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში იტალიის ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) მარცხით გაკვირვებული დარჩა.

"ეს დიდი სიურპრიზია. ცხადია, გუნდებს ციკლი აქვთ. შეიძლება, სწორედ ეს ციკლი დასრულდა ან ევრო 2020-ის ფინალის შედეგია. ემოციები და სხვა დანარჩენი...".

"ჩვენი ფეხბურთელები ამას ბრწყინვალედ გაუმკლავდნენ. ფინალის შემდეგ ემოციებისგან დაცლა, შემდეგ კი ისე ასპარეზობა, როგორც შემოდგომაზე ითამაშეს, ფანტასტიკაა. ვფიქრობ, საკვალიფიკაციო ეტაპი ყოველთვის დაუფასებელია".

"შედეგებსა და თამაშებს რომ ვუყურებ, მეეჭვება, რომ იტალია ასეთ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ასეთია ფეხბურთი", - ციტირებს საუდგეიტის სიტყვებს Sky Sports-ი.

მოგეხსენებათ, "სკუადრა აძურამ" 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში სწორედ ინგლისი დაამარცხა - ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, გამარჯვებული ვერც დამატებით 30 წუთში გამოვლინდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი იტალიელებმა 3:2 იმარჯვეს.