"შეთავაზება ძალაში აღარ არის", - ლაპორტამ დემბელეს წასვლა-დარჩენის საკითხზე დეტალურად ისაუბრა
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კატალონიური გრანდის თავდამსხმელის, უსმან დემბელეს მომავალზე ისაუბრა.
– ხედავთ დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივების ვარიანტებს?
"დემბელე სასწაული, ძალიან კარგი ბიჭია. ჩვენთვის პრობლემები არ შეუქმნია მას შემდეგ, რაც კლუბში ჩვენ მოვედით. "ბარსაში" მის საუკეთესო ვერსიას ვხედავთ, ნამდვილად. ხავი მასთან ჩინებულად მუშაობს".
"კონტრაქტზე შეთავაზება გავუკეთეთ, მაგრამ გასული წლის 20 დეკემბრიდან ძალაში აღარ არის. ამ წინადადებაზე უარის თქმა გადაწყვიტა. ახლა ხავი ამბობს, რომ სჭირდება, რადგან ეს ფეხბურთელი განსხვავებას ქმნის".
"ვარიანტი ჰქონდა, თუმცა შეთავაზება აღარ მოქმედებს. უკვე ვადგენთ ხელფასის იმ დონეს, რომელსაც ყველა ის ფეხბურთელი უნდა დათანხმდეს, ვინც მომავალი სეზონისთვის გუნდში დარჩება".
"კლუბისა და გუნდის სტაბილურობა და ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ".
– მიმართავთ თუ არა ახალი წინადადებით?
"ამჟამად არ გვაქვს სიახლე იმის თაობაზე, რომ დარჩენა სურს. არ ვიცი, ელაპარაკა თუ არა მისი წარმომადგენელი ვინმეს. ლა ლიგის ფინალურ მონაკვეთზე ვართ კონცენტრირებულები, მისი მოგება გვინდა".
"სეზონის ბოლოს მოლაპარაკებების გამართვას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩვენს მიერ დაწესებული სახელფასო შეზღუდვების ფარგლებში".
– თუ წინ გადადგამენ ნაბიჯს და იტყვიან, რომ მოლაპარაკება სურთ, კლუბი ლიმიტის ფარგლებში ახალ შეთავაზებას გააკეთებს?
"ვნახოთ, არ მიყვარს ჰიპოთეტურ სიტუაციებზე საუბარი. თუ ეს მოხდება, დავილაპარაკებთ".
"დემბელე ობამეიანგს და უმტიტის შესანიშნავად ეწყობა, გუნდში კარგი ატმოსფეროა და ვხედავ, რომ უსმანი მატჩების შემდეგ ბედნიერია. ობამეიანგთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს, რაც კარგია", - თქვა ლაპორტამ Mundo Deportivo-სთან საუბრისას.