ავტორიზაცია

დი მარიას მინიშნება: "ალბათ, ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო არგენტინაში ნაკრების მაისურით"

დი მარიას მინიშნება: "ალბათ, ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო არგენტინაში ნაკრების მაისურით"
თარიღი 27 მარ 2022, 15:00

არგენტინის ეროვნული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ სანაკრებო კარიერის შესაძლო დასრულებაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, გუშინწინ ღამით, "ალბისელესტემ" შინაურ კედლებში ვენესუელა ანგარიშით 3:0 გაანადგურა. "პსჟ"-ს შემტევმა, რომელიც მინდორზე 70-ე წუთზე მოგვევლინა, გოლი გაიტანა და ლიონელ მესის ასისტიც გაუკეთა.

"მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელიც ვიგრძენი. ყოველთვის ვოცნებობდი იმ ყველაფერზე, რაც ამ მშვენიერ საღამოს მივიღე. ალბათ, ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო არგენტინაში ნაკრების მაისურით".

"იმის თქმა, რომ ეს ჯადოსნური ღამე იყო, არაფრის თქმას ნიშნავს. მადლობა, მადლობა და ათასჯერ მადლობა".

"ვულოცავ გუნდს ბრწყინვალე შეხვედრის ჩატარებას. ყველამ იდეალურად ითამაშა. განვითარება და ოცნება ერთად უნდა გავაგრძელოთ. წინ, არგენტინა!", - წერს 34 წლის ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დი მარია არგენტინის ნაკრებში 2008 წლიდან გამოდის და მისი მაისურით ჩატარებულ 121 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი.