ავტორიზაცია

ბაიერნს ზაფხულში დამფრისის შეძენა უნდა, ინტერის პოზიცია ცნობილია

ბაიერნს ზაფხულში დამფრისის შეძენა უნდა, ინტერის პოზიცია ცნობილია
თარიღი 27 მარ 2022, 17:10

"ინტერის" მცველმა, დენზელ დუმფრისმა, რომელიც კლუბს გასულ ზაფხულს "პსვ"-დან შეუერთდა, შესაძლოა მილანური გრანდი დატოვოს.

როგორც La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, 25 წლის უკანახაზელის ხელში ჩაგდება "ბაიერნს" სურს და მზადაა "ნერაძურისთან" მის ტრანსფერზე კომპრომისს მიაღწიოს.

თავის მხრივ, "ინტერს" ჰოლანდიელის გაშვება არ უნდა და ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ისეთი შეთავაზება მიუვა, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ დამფრისს მილანელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 20 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში დენზელმა ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩ ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ბაიერნი ზაფხულში მარჯვენა მცველის ყიდვას აპირებს და ორი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს