ავტორიზაცია

ლაპორტა: "ბარსელონა ზაფხულში მინიმუმ 4 ახალ ფეხბურთელს დაიმატებს"

ლაპორტა: "ბარსელონა ზაფხულში მინიმუმ 4 ახალ ფეხბურთელს დაიმატებს"
თარიღი 27 Mar 2022, 18:42

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კატალონიური გრანდის სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრა.

როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლურჯ-ბროწეულისფრები" საკმაოდ აქტიურები იქნებიან.

"მეტ-ნაკლებად გარკვეულია, თუ რომელი ფეხბურთელები იქნებიან ჩვენს სამიზნეთა შორის. რაღაც შეიძლება შეიცვალოს, თუ ვინმე დაგვტოვებს".

"მინიმუმ  4 ფეხბურთელს დავიმატებთ. დაცვის, ნახევარდაცვისა და შეტევის გაძლიერებას ვგეგმავთ", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს El Periodico.

შეგახსენებთ, გასულ ზამთარს "ბარსელონას" რიგები ოთხმა ახალმა მოთამაშემ შეავსო, ესენია: ფერან ტორესი ("მანჩესტერ სიტიდან", 55 მილიონ ევროდ), პიერ-ემერიკ ობამეიანგი ("არსენალიდან", უფასოდ), ადამა ტრაორე ("ვულვერჰემპტონიდან", იჯარით) და დანი ალვეში (უფასოდ).