იბრაჰიმოვიჩი: "ოქროს ბურთი პოლიტიზირებულია, მარტივია მისი მისტერ კარგი ბიჭისთვის გადაცემა"

შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ოქროს ბურთი" გააკრიტიკა.
მოგეხსენებათ, აღნიშნულ პრიზი ფრანგულმა ავტორიტეტულმა გამოცემა France Football-მა დააწესა და ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.
"ეს ჯილდო პოლიტიზირებულია. მათ გამარჯვებულად მისტერ სრულყოფილების ხილვა სურთ", - ციტირებს 40 წლის სუპერვარსკვლავის სიტყვებს Bild-ი.
"თუ ღიად ამბობ იმას, რაც გინდა, ამ ჯილდოს ვერ მიიღებ. მარტივია მისი მისტერ კარგი ბიჭისთვის გადაცემა".
"ჩემთვის ეს არაფერს ცვლის. ეს უკეთესს ან უარესს არ გამხდის", - დასძინა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, ისტორიაში "ოქროს ბურთი" ყველაზე მეტჯერ ამჟამად "პსჟ"-ს თავდამსხმელს, ლიონელ მესის აქვს მოგებული - 7-ჯერ.